საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო ლექცია: „მშობლის სტატუსის ევოლუცია ამერიკული მოდელის მაგალითზე - სამართლებრივი პერსპექტივა“

პროფესორ არკადიუშ ვუდარსკის საჯარო ლექცია „მშობლის სტატუსის ევოლუცია ამერიკული მოდელის მაგალითზე - სამართლებრივი პერსპექტივა“

 

ლექცია გაიმართება 2023 წლის 15 დეკემბერს, 18:00 საათზე, ონლაინ ფორმატში, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით:

Meeting-ID: 825 7913 6657

code: 663930

 

ლექცია ჩატარდება გერმანულ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.

 

მომხსენებლის შესახებ: პროფესორი არკადიუშ ვუდარსკი 2010 წლიდან იკავებს პოლონური და ევროპული კერძო სამართლის და შედარებითი სამართლის კათედრის ხელმძღვანელის პოზიციას ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში; 2023 წლიდან არის პოლონეთის შჩეცინის უნივერსიტეტის პროფესორი; 2014 – 2022 წწ. ხელმძღვანელობდა ზიელონა გორას უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის, სამოქალაქო საპროცესო სამართლისა და შედარებითი კერძო სამართლის კათედრას და ევროპული კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის კვლევით ჯგუფს ჩენსტოხოვას უნივერსიტეტში (2010 – 2014). სამართალმცოდნეობის კვალიფიკაცია მოიპოვა კატოვიცეს უნივერსიტეტში; სადოქტორო ნაშრომი და ჰაბილიტაცია შესრულებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტში (ხელმძღვანელი: პროფ. დოქტორი პ. მანკოვსკი); გააჩნია მაგისტრის ხარისხი გერმანულ ფილოლოგიასა და განათლების მეცნიერებაში; ფლობს თარჯიმნისა და ადვოკატის ლიცენზიას. პროფესორი არკადიუშ ვუდარსკი არის არაერთი ფონდის სტიპენდიატი და ალუმნის წევრი პოლონური, გერმანული, ავსტრიული, შვეიცარიული და ამერიკული სასწავლო და კვლევითი პროგრამების ფარგლებში; პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პრემიის მფლობელი გამორჩეული მიღწევებისთვის (ჰაბილიტაცია) პოსტდოქტორანტურის ფარგლებში. პროფესორი ვუდარსკი წარმოადგენს სხვადასხვა სამართლის ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს წევრს, მათ შორის, "შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალის" სამეცნიერო რედაქტორს. პროფესორ გიორგი ხუბუასთან ერთად იგი ასევე არის "პოლონელ და ქართველ იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი და თანახელმძღვანელი. კვლევის ინტერესები: ევროპული კერძო სამართალი, პოლონური და გერმანული საოჯახო და ქონებრივი სამართალი, მემკვიდრეობის სამართალი, საბანკო და სადაზღვევო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი, სანოტარო სამართალი, ასევე სამართლებრივი კულტურა, კერძო სამართლის ევროპეიზაცია და შედარებითი კერძო სამართალი.

 

ღონისძიება გაიმართება "ქართველ და პოლონელ იურისტთა ასოციაციის" ორგანიზებით, Kosciuszko-ს ფონდის მიერ პროფ. არკადიუშ ვუდარსკისათვის გაწეული ხელშეწყობის ფარგლებში.

თარიღი: 11/12/2023